Friday, December 7, 2012

ფოტო მასალა


კლავიშიანი საკრავები (ფორტეპიანო)

 კლავიშებიანი საკრავები

  საკრავები, რომლებიც ბგერას გამოსცემენ კლავიშებზე თითების მოძრაობით, კლავიშებიანი საკრავებია: ფორტეპიანო, როიალი; სასულეები - ორგანი, აკორდეონი; დასარტყამი - ჩელესტა, პატარა ზარები. კლავიშები მზადდება ხისაგან ან მეტალისაგან. განსაზღვრული თანმიმდევრობით დალაგებული კლავიშების ერთობლიობას კლავიატურა ეწოდება. იგი თანაბარ ნაწილებად - ოქტავებად იყოფა. ზოგადად, მუსიკაში "ოქტავა" არის ბგერათა რიგის მონაკვეთი ბგერა დო-დან ბგერა სი-ს ჩათვლით.



ფორტეპიანო 
  ფორტეპიანო, ბგერას ანუ ხმას გამსცემს ჩაქუჩის სიმზე დარტყმით. სიმები გადაჭიმულია რეზონანსულ დეკაზე (პიანინოში დეკა-დაფა განლაგებულია ვერტიკალურად, როიალში კი ჰორიზონტალურად).
თანამედროვე ფორტეპიანოს გააჩნია ორი ან სამი პედალი. ძველებურ ინსტრუმენტებში, ამავე დანიშნულებით მოწყობილი იყო ბერკეტები, რომლებსაც შემსრულებელი-პიანისტი მუხლებით მართავდა.

მუსიკალური ინსტრუმენტები

  მუსიკალური ინსტრუმენტი — მოწყობილობა, რომელიც შექმნილი ან/და გამოყენებულია მუსიკალური ხმის მისაღებად. ამ თვალსაზრისით, ყველაფერი შეიძლება მუსიკალურ ინსტრუმენტს მივაკუთვნიოთ, რაც მუსიკალურ ხმას გამოსცემს. ესაა ის მიზეზი, რის გამოც სხვადასხვა ობიექტი მუსიკალურ ინსტრუმენტად იქცევა. მუსიკალური ინსტრუმენტების ისტორია იწყება კაცობრიობის კულტურულ ცხოვრების დაწყებასთან ერთად. მუსიკალური ინსტრუმენტების სწავლების აკადემიურ დისციპლინას ორგანოლოგია ჰქვია.

სადავო სტატუსის პირველი მუსიკალური ინსტრუმენტის წარმოშობა თარიღდება ქრისტეს შობამდე 65 000 წლით. არტიფაქტების მიხედვით, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია, პირველი ადრეული ფლეიტა თარიღდება ქრისტეს შობადე 35 000 წლით. თუმცა, ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოშობის სპეციფიკური დროის განსაზღვრა შეუძლებელია, თავად ამ ტერმინის სუბიექტური განსაზღვრების გამო.

მუსიკალური ინსტრუმენტები ვითარდებოდა დამოუკიდებლად მსოფლიოს სხვადასხვა დასახლებულ რეგიონში. თუმცა, ცივილიზაციების კონტაქტმა გამოიწვია მუსიკალური ინსტრუმენტების სწრაფი გავრცელება და ადაპტირება ისეთ რეგიონებშიც, რომელიც შორსაა კონკრეტული საკრავის წარმოშობის ადგილიდან. შუა საუკუნეებში ინსტრუმენტებს მესოპოტამიიიდან აღმოვაჩენდით მალაის არქიპელაგზე, ხოლო ევროპელები უკრავდნენ ჩრდილო-აფრიკული წარმოშობის ინსტრუმენტებზე. განვითარება ამერიკაში შედარებით ნელი ტემპებით ხასიათდება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ აქ დივერსიფიკაციას ადგილი არ აქვს: ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა ხასიათდება ერთი და იმავე მუსიკალური ინსტრუმენტებით.

ხემიანი საკრავები (ჭუნირი // ჭიანური)

   ჭუნირი სამსიმიანი ხემიანი საკრავია, გავრცელებულია სვანეთში. ჭუნირი იგივე ჭიანურია, რომელიც მეოცე საუკუნის მიწურულამდე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იყო გავრცელებული. დღესდღეობით კი მხოლოდ სვანურ და რაჭულ ყოფას შემორჩა. საკრავის კორპუსი წრიულად შეკრული ყავარისგან მზადდება, რომელზეც ცალი მხრიდან ტყავია გადაჭიმული; ხემისა და სიმებისათვის კი ცხენის ძუა გამოიყენება. ჭუნირი // ჭიანური სიმღერის სააკომპანემენტო საკრავია - ცალკე ან რომელიმე დასარტყამ საკრავთან ერთად; სვანეთში ჭუნირი ჩანგთან ერთადაც ხშირად გამოიყენება. ესაა ერთადერთი შემთხვევა ქართულ ტრადიციულ ფოლკლორულ ყოფაშჳ ერთი სახეობის (სიმებიანი) ორი საკრავის ერთ ანსამბლში გაერთიანებისა. წმინდა ინსტრუმენტული მუსიკა მხოლოდ საცეკვაო ჰანგების სახითაა დაფიქსირებული; თუმცა, ძველად ყოფაში ჭუნირს (ჭიანურს)მიცვალებულის სულთან დაკავშირებული მისტიკურ-რიტუალური დანიშნულებაც ჰქონია. ჭუნირზე უკრავენ მამაკაცებიც და ქალებიც. მისი წყობა, ფანდურის მსგავსად, სეკუნდურ-ტერციულია: 

სიმებიანი საკრავები

სიმებიანი საკრავები (ქორდოფონები) — მუსიკალური საკრავები, რომელთა ბგერის წყაროა დაჭიმული სიმები. ბგერის სიმაღლეს ცვლის სიმის დამოკლება (მაგალითად ვიოლინოზე) ან მუდმივად გარკვეულ სიმაღლეზე აწყობილი (საკრავის დიაპაზონის ფარგლებში) სიმები (მაგალითად ფორტეპიანო). სიმებიანი საკრავების უმრავლესობა მზადდება სხვადასხვა ჯიშის ხისგან, ხოლო ბგერის ძირითადი გამომცემი, დეკა, ე. წ. სარეზონანსო ნაძვის ან ფიჭვისგან. ლითონი, ჩვეულებრივ (სიმების გარდა), გამოიყენება მხოლოდ მექანიზმის დასამაგრებელი დეტალებისათვის. სიმებიანი საკრავები იყოფა შემდეგ ჯგუფებად: ხემიანი, ჩამოსაკრავი, დასარტყმელი, დასარტყმელ-კლავიშებიანი, და შამოსაკრავ-კლავიშებიანი საკრავები.

დასარტყამი საკრავები


მუსიკალური საკრავები, რომლებსაც ხელის, ჯოხის ან ბურთისებრი, თავზე ქეჩაგადაკრული ორი მსხვილი ხის მონაცვლეობით ან ერთდროულად დარტყმით აჟღერებენ. ამზადებენ ქვის, თიხის, ხის, ტყავის, ბრინჯაოს, სპილენძისა და ვერცხლისაგან.
დასარტყმელი საკრავები ორგვარია: გარკვეული სიმაღლის ბგერის მქონე - ტიმპანები, ზარები, ქსილოფონი, ფლეისტონი, ტუბაფონი, იბრაფონი — და საკრავები, რომელთაც გარკვეული სიმაღლის ბგერა არ გააჩნიათ — დაფი, დაფდაფი, თეფშები, ტამტამი, გონგი, სამკუთხედი, კასტანიეტები, მარიმბა, დიპლიპიტო, დაირა დადოლი. დასარტყმელი საკრავების უმეტესობა საანსამბლოა, იყენებენ სიმფონიურ ორკესტრებშიც. პარტიტურაში იწერება სპილენძის საკრევებსა და არფას შორის.საქართველოში ძველთაგანვე გავრცელებული იყო ბობღანი (დაფდაფი), დაირა (დაფი), დიპლიპიტო, დოლი, დუმბული, ლინი, სპილენძჭური, ტაბლაკი, ქოსიმ წინწილა და სხვა. ამჟამად გავრცელებულია დაირა, დოლი, დიპლიპიტო. ამ საკრავებს უმეტესად ცეკვების სააკომპანემენტოდ იყენებენ. დასარტყმელი საკრავებს რიტმულ საკრავებსაც უწოდებენ; მათი მთავარი დანიშნულება მუსიკალური ნაწარმოების მეტრ-რიტმის გამახვილება, მისი ნაირსახეობით წარმოდგენაა.





დასარტყმელ საკრავებს- უმრავლესობას აქვს გარკვეული ხმა, რომელიც მას სხვებისაგან განასხვავებს. თუმცა ყველა მათგანს არ აქვს გარკვეული ტონალობა.